Saturday, May 12, 2012

Sea Creatures

1. პროექტის სახელწოდება: Sea Creatures

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ზღვის ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ლექსიკის შესწავლა.

3. პროექტის აქტუალობა: წიგნში (English World 2) მოცემულია  სხვდასხვა ზღვის ცხოველებზე რამდენიმე გაკვეთილი, თუმცა ინფორმაცია არის მწირი და ინფორმაცია საჭიროებს შევსებას, რაშიც მოსწავლეებს  ეს პროექტი დაეხმარებათ.

4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები ისწავლიან ახალ სიტყვებს და გაიმრავალფეროვნებენ ლექსიკას. შეიძენენ ერთ საკითხზე კონცენტრირების უნარს. პროექტის სახით მოწოდებული მასალა უფრო დიდ ხანს რჩება მოსწავლის მეხსიერებაში. ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას.

5. მონაწილეთა ასაკი:  IV კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა:  1 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია, სლაიდ შოუ, კედლის გაზეთი.
8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,  პროექტორი, პოსტერები, ვიდეო პრეზენტაცია, პატარა სათამაშო ცხოველები და CD.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პირველ რიგში ხდება თემის შერჩევა,კლასის მიზნობრივად დაყოფა მცირე ჯგუფებად, ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება, პროექტის მომზადება, შემდეგ პრეზენტაცია და ბოლოს ხდება მასწავლებლის შეფასება წინასწარ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული რუბრიკით.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური,ბიოლოგია
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დიანა მენაბდიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dianamenabdishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: dianamenabdishvili.blogspot.com